---
title: "მუხლი 5. სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/5"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 3597534"
adopted: "2017-03-22"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/5

1. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის განსაზღვრულ ამოცანებს.

2. დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა.

3. სააგენტოს უფროსის კანდიდატურას შეარჩევს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სპეციალური კომისია.

4. სააგენტოს მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია. იგი შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

5. სააგენტოს ხარჯები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოსთვის განკუთვნილი ხარჯების წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შემცირება შეიძლება მხოლოდ სააგენტოს წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

6. ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ეხება სააგენტოს მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედების და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელებას, აგრეთვე ამ მოქმედებისა და ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გაცნობას, დამუშავებას, შენახვას, გაცემასა და განადგურებას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის არქიტექტურისა და შესაბამისი ინტერფეისების განსაზღვრას, კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების წესსა და პროცედურას, გამოსცემს სააგენტოს უფროსი. ამ ნორმატიულ აქტებში ცვლილების შეტანის და მათი გაუქმების უფლება აქვს სააგენტოს უფროსს.

7. სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში წარმოადგენს სააგენტოს უფროსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3597534-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-sakartvelos-operatiul-teknikuri-saage/6.md
