---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/1"
law: "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ"
article: "1"
identifier: "639-IIს"
adopted: "2017-04-21"
consolidated_as_of: "2023-02-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2023-02-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-02-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ეს კანონი არ ზღუდავს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებას, საკუთარი არჩევანის შესაბამისად გამოიყენონ მატერიალური დოკუმენტი ან/და პირადი ხელმოწერა, აგრეთვე ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.

3. ეს კანონი არ ზღუდავს საქართველოს ეროვნული ბანკისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების უფლებას, გამოიყენონ ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო საიდუმლოებადაა აღიარებული და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/2.md
