---
title: "მუხლი 4. ელექტრონული დოკუმენტი — ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/4"
law: "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ"
article: "4"
identifier: "639-IIს"
adopted: "2017-04-21"
consolidated_as_of: "2023-02-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ელექტრონული დოკუმენტი — ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

> Text consolidated as of 2023-02-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-02-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/4

1. ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.

2. ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.

4. მატერიალური დოკუმენტის ელექტრონულ ასლს ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ ანდა ელექტრონული შტამპით არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3654557-elektronuli-dokumentisa-da-elektronuli-sando-momsakhurebis-shesakheb/5.md
