---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/1"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/1

1. ამ
კანონის
მიზანია,
ხელი
შეუწყოს
ბავშვის
ოჯახურ
გარემოში
აღზრდის
უპირატესი
უფლების
განხორციელებას
და
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესების
უპირატესად
გათვალისწინებას
შვილად
აყვანისას
და
მინდობით
აღზრდისას.

2. ეს
კანონი
ადგენს
შვილად
აყვანისა
და
მინდობით
აღზრდის
წესებსა
და
პირობებს,
აწესრიგებს
ურთიერთობებს,
რომლებიც
შვილად
აყვანისას/
მინდობით
აღზრდისას
წარმოიშობა
სახელმწიფოსა
და
მშვილებელს/
მინდობით
აღმზრდელს
შორის,
აგრეთვე
განსაზღვრავს
წარმოშობის
სახელმწიფოსა
და
მიმღებ
სახელმწიფოს
შორის
ურთიერთობებს.

3. ეს
კანონი
გამოიყენება:
ა)
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
პირის
მიმართ,
რომელსაც
სურს
საქართველოში
ან/
და
უცხო
ქვეყნიდან
ბავშვის
შვილად
აყვანა;
ბ)
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრები
პირის
მიმართ,
რომელსაც
სურს
საქართველოდან
ბავშვის
შვილად
აყვანა;
გ)
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
პირის
მიმართ,
რომელსაც
სურს
საქართველოში
ბავშვის
მინდობით
აღზრდა;
დ)
საქართველოში
ან
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრები
ბავშვის
მიმართ,
რომელიც
ექვემდებარება
შვილად
აყვანას;
ე)
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
პირის
მიმართ,
რომელიც
ექვემდებარება
მინდობით
აღზრდას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/2.md
