---
title: "მუხლი 11. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშეწყობის ღონისძიებები — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/11"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამედიცინო დაწესებულებაში ჩვილის იდენტიფიცირების ხელშეწყობის ღონისძიებები — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/11

1. სამედიცინო
დაწესებულების
ადმინისტრაცია
ვალდებულია
აღნიშნულ
დაწესებულებაში
მელოგინის
პირადობის
დამადასტურებელი
დოკუმენტის
გარეშე
შესვლის
შესახებ
მისი
შესვლიდან 24
საათში,
მინისტრის
მიერ
დადგენილი
წესით
აცნობოს
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივ
ორგანოს.

2. სამედიცინო
დაწესებულების
ადმინისტრაცია
ასევე
ვალდებულია
მელოგინის
მიერ
ჩვილის
მიტოვების
და
გაპარვის
შესახებ
ინფორმაცია
დაუყოვნებლივ
მიაწოდოს
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივ
ორგანოსა
და
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
შესაბამის
სამსახურს.

3. მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანო
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დახმარებით,
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
წესით
ადგენს
მიტოვების
რისკის
ქვეშ
მყოფი
ბავშვის
დედის
ვინაობას (
საიდენტიფიკაციო
მონაცემებს)
და
სავარაუდო
საცხოვრებელი
ადგილის
მისამართს.

4. ამ
მუხლის
პირველი
და
მე-2
პუნქტებით
განსაზღვრულ
ვალდებულებათა
შეუსრულებლობა
გამოიწვევს
ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/12.md
