---
title: "მუხლი 18. მშვილებლის ასაკი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/18"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მშვილებლის ასაკი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/18

1. მშვილებელსა
და
გასაშვილებელ
ბავშვს
შორის
ასაკობრივი
სხვაობა
არ
უნდა
იყოს 16
წელზე
ნაკლები.
საპატიო
მიზეზის
არსებობისას
სასამართლომ
შესაძლებელია
შეცვალოს
ეს
ასაკობრივი
სხვაობა.

2. მშვილებელსა
და 10
წლამდე
ასაკის
გასაშვილებელ
ბავშვს
შორის
მაქსიმალური
ასაკობრივი
სხვაობა
არ
უნდა
იყოს 49
წელზე
მეტი (
ზედა
ასაკობრივი
ზღვარი).
გამონაკლის
შემთხვევაში
მშვილებელსა
და 7
წლიდან 10
წლამდე
ასაკის
გასაშვილებელ
ბავშვს
შორის
მაქსიმალური
ასაკობრივი
სხვაობა
შესაძლებელია
იყოს 49
წელზე
მეტი,
თუ
ეს
შეესაბამება
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესებს.
ზედა
ასაკობრივი
ზღვარი
არ
ვრცელდება
დაქორწინებულ
მშვილებლებზე,
როდესაც
ერთ-
ერთი
მათგანი
აკმაყოფილებს
ამ
პუნქტით
დადგენილ
მოთხოვნებს.

3. შვილად
აყვანის
უპირატესი
უფლების
მქონე
პირის
მიერ
ბავშვის
შვილად
აყვანის
დროს
ამ
მუხლის
პირველი
და
მე-2
პუნქტებით
დაწესებული
ასაკობრივი
შეზღუდვები
არ
მოქმედებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/19.md
