---
title: "მუხლი 20. საქართველოში შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/20"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. საქართველოში შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/20

1. პირმა,
რომელსაც
სურს
საქართველოში
ან/
და
უცხო
ქვეყნიდან
ბავშვის
შვილად
აყვანა,
უნდა
გაიაროს
სავალდებულო
მოსამზადებელი
კურსი,
რომლის
მიზანია
შვილად
აყვანის
მსურველი
პირის
მიერ
ბავშვის
სრულფასოვანი
განვითარებისთვის
საჭირო
უნარ-
ჩვევების
შეძენა.

2. სავალდებულო
მოსამზადებელი
კურსის
პროგრამა,
კურსის
ხანგრძლივობა,
კურსის
გავლის
წესი,
კურსის
საფასური
და
კურსთან
დაკავშირებული
სხვა
საკითხები
განისაზღვრება
მინისტრის
ბრძანებით.

3. განსხვავებული
საჭიროების
მქონე
გასაშვილებელი
ბავშვის
შვილად
აყვანის
მსურველი
პირი
თავისუფლდება
სავალდებულო
მოსამზადებელი
კურსის
საფასურის
გადახდისაგან.

4. შვილად
აყვანის
მსურველი
პირის
მიერ
სავალდებულო
მოსამზადებელი
კურსის
გავლის
შემდეგ
გაიცემა
კურსის
გავლის
დამადასტურებელი
დოკუმენტი –
სერტიფიკატი,
რომლის
ფორმას
სააგენტოს
დირექტორი
სამართლებრივი
აქტით
ამტკიცებს.

5. იმ
მშვილებელს,
რომელმაც
გაიარა
სავალდებულო
მოსამზადებელი
კურსი,
მიიღო
კურსის
გავლის
დამადასტურებელი
სერტიფიკატი
და
შვილად
აიყვანა
ბავშვი,
მეორე
ან
მეორისშემდგომი
ბავშვის
შვილად
აყვანის
შემთხვევაში
კურსის
გავლა
აღარ
მოეთხოვება,
ხოლო
იმ
პირმა,
რომელსაც
ჰყავს
ბიოლოგიური
შვილი
და
გასაშვილებელი
ბავშვის
შვილად
აყვანა
სურს,
უნდა
გაიაროს
სავალდებულო
მოსამზადებელი
კურსი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/21.md
