---
title: "მუხლი 22. შვილად აყვანის რიგითობა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/22"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. შვილად აყვანის რიგითობა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/22

1. შვილად
აყვანის
დროს
დაცული
უნდა
იქნეს
რეესტრში
არსებული
რიგითობა,
მშვილებლისა (
მშვილებლებისა)
და
გასაშვილებელი
ბავშვის
თავსებადობის
გათვალისწინებით.

2. შეთავაზებულ
ბავშვზე
მშვილებლის (
მშვილებლების)
მიერ
უარის
თქმის
შემთხვევაში
მშვილებელი
ინარჩუნებს
რეესტრში
არსებულ
რიგითობას
და
მას (
მათ)
უნდა
შესთავაზონ
სხვა
ბავშვი
მის (
მათ)
მიერ
განაცხადში
ბავშვის
შესახებ
მითითებული
კრიტერიუმების
შესაბამისად,
ხოლო
ის
ბავშვი,
რომელზედაც
მან (
მათ)
უარი
თქვა (
თქვეს),
დადგენილი
წესით
უნდა
შესთავაზონ
სხვა
მშვილებელს (
მშვილებლებს).

3. მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანო
ერთი
და
იმავე
მშვილებლისთვის
ახორციელებს
მხოლოდ 2
შეთავაზებას
რეესტრში
აღრიცხული
ბავშვის
შვილად
ასაყვანად.
თუ
მშვილებელმა
შეთავაზებებზე
უარი
განაცხადა,
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანო
იღებს
გადაწყვეტილებას
მშვილებლის
რეესტრში
აღრიცხვიდან
მოხსნის
თაობაზე,
რაც
დაუყოვნებლივ
ეცნობება
სააგენტოს.

4. ამ
მუხლის
მე-3
პუნქტით
დაწესებული
შეზღუდვა
არ
ვრცელდება
იმ
შემთხვევაზე,
როდესაც
მშვილებელს
განსხვავებული
საჭიროების
მქონე
ბავშვი
შესთავაზეს
ან
მშვილებლის
ინიციატივით
ჩატარებული
სამედიცინო
შემოწმების
შედეგები
განსხვავდება
გასაშვილებელი
ბავშვის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შესახებ
არსებული
მონაცემებისგან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/23.md
