---
title: "მუხლი 24. შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/24"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/24

1. თუ
მშვილებელი
შეთავაზებული
ბავშვის
შვილად
აყვანაზე
თანხმობას
განაცხადებს,
მისი
თანხმობის
მიღებიდან 10
სამუშაო
დღის
ვადაში
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანო
ამზადებს
დასკვნას
შვილად
აყვანის
შესახებ.

2. შვილად
აყვანის
შესახებ
დასკვნაში
აღინიშნება:
ა)
მშვილებლის
შესახებ
მონაცემები (
სახელი
და
გვარი,
პირადი
ნომერი,
დაბადების
ადგილი
და
თარიღი,
საცხოვრებელი
ადგილის
მისამართი,
სამუშაო
ადგილი,
ოჯახური
მდგომარეობა,
ჯანმრთელობის
მდგომარეობა,
ინფორმაცია
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
მონაცემთა
ერთიანი
ბაზიდან),
პიროვნული
მახასიათებლები,
ბავშვის
შვილად
აყვანის
მოტივაცია;
[
ა) მშვილებლის შესახებ მონაცემები (სახელი და გვარი, პირადი ნომერი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა), პიროვნული მახასიათებლები, ბავშვის შვილად აყვანის მოტივაცია;
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
ბ)
გასაშვილებელი
ბავშვის
შესახებ
მონაცემები (
სახელი
და
გვარი,
პირადი
ნომერი,
დაბადების
ადგილი
და
თარიღი,
მშობლის (
მშობლების)
და
მეურვის/
მზრუნველის
ვინაობა,
საცხოვრებელი
ადგილის
მისამართი,
ჯანმრთელობის
მდგომარეობა),
პიროვნული
მახასიათებლები;
გ)
ბავშვისთვის
გასაშვილებელი
ბავშვის
სტატუსის
მინიჭების
საფუძველი;
დ)
მშვილებლისა
და
ბავშვის
რეესტრში
აღრიცხვაზე
აყვანის
შესახებ
გადაწყვეტილებები;
ე)
მშვილებლისთვის
გასაშვილებელი
ბავშვის
შეთავაზების
საფუძველი;
ვ)
მშვილებლისა
და
ბავშვის
თავსებადობის
შესახებ
დასკვნა.

3. მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანოს
მიერ
მომზადებული
შვილად
აყვანის
შესახებ
დასკვნა
მომზადებიდან 1
კვირის
ვადაში
წარედგინება
შესაბამის
რაიონულ (
საქალაქო)
სასამართლოს.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.
თავი IV
საერთაშორისო
შვილად
აყვანა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/25.md
