---
title: "მუხლი 34. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშის მომზადება და წარმოშობის სახელმწიფოსთვის წარდგენა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/34"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) შესახებ ანგარიშის მომზადება და წარმოშობის სახელმწიფოსთვის წარდგენა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/34

1. ცენტრალური
ორგანო
ამზადებს
უცხო
ქვეყნიდან
ბავშვის
შვილად
აყვანის
მსურველი,
რეესტრში
რეგისტრირებული
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
მშვილებლების (
მშვილებლის)
შესახებ
ანგარიშს.
ეს
ანგარიში
უნდა
შეიცავდეს
ინფორმაციას
მშვილებლების (
მშვილებლის)
ვინაობის,
წარმომავლობის,
ოჯახის
ისტორიის,
სამედიცინო
ისტორიის
და
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის
შესახებ
ამ
კანონით
დადგენილი
წესით,
აგრეთვე
სოციალური
გარემოს,
შვილად
აყვანის
მოტივაციის,
სასურველი
შვილად
ასაყვანი
ბავშვის
მახასიათებლების,
ასეთი
ბავშვის
აღზრდის
უნარისა
და
სხვა
საკითხების
თაობაზე.

2. ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
ანგარიში
მზადდება
ცენტრალური
ორგანოს
მიერ
დამტკიცებული
ფორმით.

3. ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
ანგარიშს
ცენტრალური
ორგანო
წარუდგენს
წარმოშობის
სახელმწიფოს
კომპეტენტურ
ორგანოს.

4. საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
მშვილებლების (
მშვილებლის)
შესახებ
ანგარიშის
მომზადებისათვის
და
სხვა
ადმინისტრაციული
სამუშაოს
შესრულებისათვის
მინისტრის
ბრძანებით
განისაზღვრება
საფასური.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/35.md
