---
title: "მუხლი 4. ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმები — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/4"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმები — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/4

1. ბავშვის
ოჯახურ
გარემოში
აღზრდა
ემსახურება
მისი
საუკეთესო
ინტერესების
დაცვას.

2. ბავშვის
შვილად
აყვანის
ან
მინდობით
აღზრდის
თაობაზე
მიღებული
ნებისმიერი
გადაწყვეტილება
უნდა
ემსახურებოდეს
მისთვის
ისეთი
სტაბილური
ოჯახური
გარემოს
შექმნას,
რომელიც
ეფუძნება
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესებს,
აღემატება
მინდობით
აღზრდის
მიზნით
გადაცემისათვის
სახელმწიფოს
მიერ
დადგენილ
სტანდარტებს
და
რომელშიც
ბავშვს
ექნება
იმაზე
უკეთესი
პირობები
და
განვითარების
შესაძლებლობები,
რომლებიც
შვილად
აყვანამდე
ან
მინდობით
აღზრდამდე
ჰქონდა.

3. ბავშვზე
მზრუნველობის
უპირატესი
ფორმებია:
ბავშვის
ბიოლოგიურ
ოჯახში
აღზრდა,
მეურვეობა/
მზრუნველობა,
შვილად
აყვანა
და
მინდობით
აღზრდა.

4. დაუშვებელია
დედმამიშვილების
დაშორება,
გარდა
იმ
შემთხვევისა,
როდესაც
ეს
შეესაბამება
მათ
საუკეთესო
ინტერესებს.

5. დაუშვებელია ბავშვის შვილად აყვანა იმ ადამიანის მიერ, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი.

6. დაუშვებელია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4439 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/5.md
