---
title: "მუხლი 48. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მშვილებლებად ( მშვილებლად) აღრიცხვა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/48"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "48"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მშვილებლებად ( მშვილებლად) აღრიცხვა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/48

1. ამ
კანონის 47-
ე
მუხლით
გათვალისწინებული
ანგარიშის
მიღებიდან 7
სამუშაო
დღის
ვადაში
ცენტრალური
ორგანო
იღებს
გადაწყვეტილებას
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრები
პირების (
პირის)
მშვილებლებად (
მშვილებლად)
აღრიცხვის
შესახებ
ან
აღრიცხვაზე
უარის
თქმის
შესახებ.

2. ამ
კანონის 47-
ე
მუხლით
გათვალისწინებული
დოკუმენტების
საფუძველზე
ცენტრალური
ორგანო
რეესტრში
აღრიცხავს
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრებ
პირებს (
პირს),
რომლებსაც (
რომელსაც)
სურთ (
სურს)
შვილად
აიყვანონ (
აიყვანოს)
საქართველოში
მუდმივად
მცხოვრები
გასაშვილებელი
ბავშვი.

3. ცენტრალურ
ორგანოს
უფლება
აქვს,
უარი
თქვას
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრები
პირების (
პირის)
მშვილებლებად (
მშვილებლად)
აღრიცხვაზე,
თუ
წარმოდგენილი
დოკუმენტები
არ
აკმაყოფილებს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
მოთხოვნებს.

4. ცენტრალური
ორგანო
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებულ
შესაბამის
გადაწყვეტილებას 3
სამუშაო
დღის
ვადაში
უგზავნის
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტურ
ორგანოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/49.md
