---
title: "მუხლი 51. გასაშვილებელი ბავშვის რეესტრში აღრიცხული უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლებისთვის ( მშვილებლისთვის) შეთავაზება — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/51"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "51"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. გასაშვილებელი ბავშვის რეესტრში აღრიცხული უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლებისთვის ( მშვილებლისთვის) შეთავაზება — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/51

1. გასაშვილებელი
ბავშვისა
და
მშვილებლების (
მშვილებლის)
თავსებადობის
დადგენიდან 5
სამუშაო
დღის
ვადაში
ცენტრალური
ორგანო
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტურ
ორგანოს:
ა)
წარუდგენს
გასაშვილებელი
ბავშვის
შესახებ
ანგარიშს;
ბ)
აწვდის
მის
მიერ
მოთხოვნილ
სხვა
ინფორმაციას (
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში),
თუ
ამ
ინფორმაციის
გაცემა
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კანონმდებლობას;
გ)
აწვდის
ინფორმაციას
მშვილებლებისთვის (
მშვილებლისთვის)
გასაშვილებელი
ბავშვის
შეთავაზების
საფუძვლის
შესახებ.

2. აკრძალულია
გასაშვილებელი
ბავშვის
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრები
სხვა
მშვილებლებისთვის (
მშვილებლისთვის)
შეთავაზება,
ვიდრე
ცენტრალური
ორგანო
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანოსგან
ამ
კანონით
დადგენილ
ვადაში
არ
მიიღებს
პასუხს
შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
შვილად
აყვანაზე
მშვილებლების (
მშვილებლის)
პოზიციის
შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/52.md
