---
title: "მუხლი 52. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) თანხმობა შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/52"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "52"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების ( მშვილებლის) თანხმობა შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/52

1. ამ
კანონის
თანახმად
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანოსთვის
გასაშვილებელი
ბავშვის
შესახებ
ანგარიშის
წარდგენიდან 10
სამუშაო
დღის
ვადაში
ცენტრალურმა
ორგანომ
უნდა
მიიღოს
პასუხი
შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
შვილად
აყვანაზე
მშვილებლების (
მშვილებლის)
პოზიციის
თაობაზე.

2. ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
დადგენილ
ვადაში
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანოსგან
პასუხის
მიუღებლობის
შემთხვევაში
მიიჩნევა,
რომ
მშვილებლები (
მშვილებელი)
უარს
ამბობენ (
ამბობს)
შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
შვილად
აყვანაზე.

3. თუ
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრებ
მშვილებლებს (
მშვილებელს)
სურთ (
სურს)
შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
მონახულება,
მონახულება
ხდება
ცენტრალური
ორგანოს
მიერ
განსაზღვრულ
ვადაში
და
განსაზღვრული
პირობებით.

4. უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრებ
მშვილებლებს (
მშვილებელს)
უფლება
აქვთ (
აქვს),
შეთავაზებულ
გასაშვილებელ
ბავშვს
ჩაუტარონ (
ჩაუტაროს)
სამედიცინო
შემოწმება
ცენტრალური
ორგანოს
თანხმობით.
შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
სამედიცინო
შემოწმების
ჩატარების
პირობებს
განსაზღვრავს
ცენტრალური
ორგანო.

5. შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
მონახულებისთვის
ან/
და
სამედიცინო
შემოწმების
ჩატარებისთვის (
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში)
დადგენილი
ვადის
დასრულებიდან 5
სამუშაო
დღის
ვადაში
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანო
ცენტრალურ
ორგანოს
წერილობით
აცნობებს
მშვილებლების (
მშვილებლის)
პოზიციას
შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
შვილად
აყვანის
შესახებ.
ამ
ვადის
გადაცილება
შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
შვილად
აყვანაზე
უარის
თქმად
მიიჩნევა.

6. თუ
უცხო
ქვეყანაში
მუდმივად
მცხოვრები
მშვილებლები (
მშვილებელი)
თანახმა
არიან (
არის)
შეთავაზებული
გასაშვილებელი
ბავშვის
შვილად
აყვანაზე,
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტური
ორგანო
და
ცენტრალური
ორგანო
შვილად
აყვანის
განსახორციელებლად
შეთანხმების
პროცედურებს
იწყებენ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/53.md
