---
title: "მუხლი 54. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/54"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "54"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. საქართველოდან გასაშვილებელი ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადება და სასამართლოსთვის წარდგენა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/54

1. ამ
კანონის 53-
ე
მუხლის
მე-2
პუნქტში
აღნიშნული
ინფორმაციის (
კერძოდ,
დამაბრკოლებელი
გარემოების
არარსებობის
შესახებ
ინფორმაციის)
მიღებიდან 5
სამუშაო
დღის
ვადაში
ცენტრალური
ორგანო
ამზადებს
დასკვნას
საქართველოდან
გასაშვილებელი
ბავშვის
უცხო
ქვეყანაში
შვილად
აყვანის
შესახებ.

2. საქართველოდან
გასაშვილებელი
ბავშვის
უცხო
ქვეყანაში
შვილად
აყვანის
შესახებ
დასკვნაში
აღინიშნება:
ა)
მშვილებლების (
მშვილებლის)
შესახებ
მონაცემები (
სახელი
და
გვარი,
პირადი
ნომერი (
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში),
პასპორტის
ნომერი,
დაბადების
ადგილი
და
თარიღი),
სოციალური
მდგომარეობა,
ჯანმრთელობის
მდგომარეობა,
ბავშვის
შვილად
აყვანის
მოტივაცია;
ბ)
გასაშვილებელი
ბავშვის
შესახებ
მონაცემები (
სახელი
და
გვარი,
პირადი
ნომერი,
დაბადების
ადგილი
და
თარიღი,
საცხოვრებელი
ადგილის
მისამართი,
ჯანმრთელობის
მდგომარეობა
და
სხვა
ინფორმაცია,
თუ
ამ
ინფორმაციის
გაცემა
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
კანონმდებლობას);
გ)
გასაშვილებელი
ბავშვისა
და
მშვილებლების (
მშვილებლის)
თავსებადობის
შესახებ
ინფორმაცია;
დ)
გასაშვილებელი
ბავშვისთვის
გასაშვილებელი
ბავშვის
სტატუსის
მინიჭების
საფუძვლის
შესახებ
ინფორმაცია;
ე)
ცენტრალურ
ორგანოსა
და
მიმღები
სახელმწიფოს
კომპეტენტურ
ორგანოს
შორის
გაცვლილი
ინფორმაცია
შვილად
აყვანის
შესაძლებლობის
შესახებ;
ვ)
გასაშვილებელი
ბავშვის
საქართველოს
ტერიტორიიდან
გასვლის
და
მიმღებ
სახელმწიფოში
შესვლის
დამაბრკოლებელი
გარემოების
არარსებობის
შესახებ
ინფორმაცია;
ზ)
გარემოებები,
რომელთა
გამოც
გასაშვილებელი
ბავშვისთვის
მშვილებლები (
მშვილებელი)
საქართველოში
ვერ
მოინახა.

3. საქართველოდან
გასაშვილებელი
ბავშვის
უცხო
ქვეყანაში
შვილად
აყვანის
შესახებ
დასკვნა
მომზადებიდან 1
კვირის
ვადაში
წარედგინება
შესაბამის
რაიონულ (
საქალაქო)
სასამართლოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/55.md
