---
title: "მუხლი 68. შვილად აყვანის გაუქმების ან შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე პირი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/68"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "68"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. შვილად აყვანის გაუქმების ან შვილად აყვანის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილების მქონე პირი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/68

1. შვილად
აყვანის
გაუქმების
მოთხოვნით
განცხადების
სასამართლოში
წარდგენის
უფლება
აქვს (
აქვთ):
ა)
ნაშვილების
ბიოლოგიურ
მშობელს (
ბიოლოგიურ
მშობლებს);
ბ)
მშვილებელს (
მშვილებლებს);
გ)
ნაშვილებს –
საქართველოს
საპროცესო
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით;
დ)
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანოს,
თუ
ეს
აუცილებელია
ნაშვილების
საუკეთესო
ინტერესების
დასაცავად.

2. შვილად
აყვანის
ბათილად
ცნობის
მოთხოვნის
უფლება
აქვს
იმ
პირს,
რომლის
უფლებაც
დაირღვა
შვილად
აყვანით.

3. ნაშვილების
ბიოლოგიურ
მშობელს (
ბიოლოგიურ
მშობლებს)
უფლება
აქვს (
აქვთ),
მოითხოვოს (
მოითხოვონ)
შვილად
აყვანის
გაუქმება/
შვილად
აყვანის
ბათილად
ცნობა
იმ
დღიდან 2
თვის
განმავლობაში,
როდესაც
მისთვის (
მათთვის)
ცნობილი
გახდა
შვილად
აყვანის
გაუქმების/
შვილად
აყვანის
ბათილად
ცნობის
საფუძველი.

4. პირმა,
რომელსაც
მიაჩნია,
რომ
შვილად
აყვანით
ილახება
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესები,
ამის
თაობაზე
უნდა
აცნობოს
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანოს.
აღნიშნული
ორგანო
წყვეტს
შვილად
აყვანის
გაუქმების
მოთხოვნით
განცხადების
სასამართლოში
წარდგენის
საკითხს.

5. შვილად
აყვანის
გაუქმების
მოთხოვნით
განცხადება
წარედგინება
სასამართლოს
მშვილებლის (
მშვილებლების)
საცხოვრებელი
ადგილის
მიხედვით.

6. თუ
მოსარჩელე
არის
ნაშვილების
ბიოლოგიური
მშობელი (
ბიოლოგიური
მშობლები)
და
მისთვის (
მათთვის)
უცნობია
მშვილებლის (
მშვილებლების)
ვინაობა,
შვილად
აყვანის
გაუქმების
მოთხოვნით
განცხადება
წარედგინება
სასამართლოს
შესაბამისი
გადაწყვეტილების
მიღების
ადგილის
მიხედვით.

7. შვილად
აყვანის
გაუქმებისა
და
საქმის
წარმოების
განახლების
შემთხვევაში
საქმე
საერთო
სასარჩელო
წარმოების
წესით
განიხილება.
საქმის
განხილვაში
მოპასუხედ
მშვილებელი (
მშვილებლები)
უნდა
ჩაებას (
ჩაებან).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/69.md
