---
title: "მუხლი 7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/7"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/7

1. სააგენტოს
ტერიტორიული
ერთეულია
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანო
თავის
სამოქმედო
ტერიტორიაზე.

2. მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანო
უზრუნველყოფს:
ა)
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
უფლებამოსილების
ფარგლებში
თავის
სამოქმედო
ტერიტორიაზე
ბავშვის
უფლებების
დაცვას;
ბ)
შვილად
აყვანის/
მინდობით
აღზრდის
პროცედურის
განხორციელების
ყველა
ეტაპზე
გასაშვილებელი
ბავშვის/
მინდობით
აღსაზრდელის
წარმომადგენლობას;
გ)
ბავშვის
გაშვილების
მსურველი
პირისთვის
და
ბავშვის
მიტოვების
მსურველი
პირისთვის
კონსულტაციის
გაწევას;
დ)
შვილად
აყვანის
მსურველი
პირისთვის
შვილად
აყვანის
შესახებ
კონსულტაციის
გაწევას,
რაც
დასტურდება
სპეციალური
ფორმით,
რომელსაც
სააგენტოს
დირექტორი
ბრძანებით
ამტკიცებს;
ე)
ბავშვისთვის
საჭირო
კონსულტაციის
გაწევას
მისი
ასაკის,
ჯანმრთელობის
მდგომარეობისა
და
სიმწიფის
ხარისხის
გათვალისწინებით;
ვ)
შვილად
აყვანის
მსურველი
პირის (
პირების)
განაცხადისა
და
შესაბამისი
დოკუმენტების
მიღებას;
ზ)
ამ
კანონით
დადგენილი
წესით
პირისათვის
გასაშვილებელი
ბავშვის
სტატუსის
მინიჭებას;
თ)
შვილად
აყვანის
მსურველი
პირის (
პირების)
ოჯახის
და
გასაშვილებელი
ბავშვის
შეფასებას;
ი)
შვილად
აყვანის
მსურველი
პირის (
პირების)
რეგისტრაციას;
კ)
შვილად
აყვანის
პროცესის
განხორციელებას;
ლ)
შვილად
აყვანის
შესახებ
სასამართლო
საქმის
წარმოების
პროცესში
მონაწილეობას;
მ)
შვილად
აყვანის
შემდეგ
მშვილებლისთვის (
მშვილებლებისთვის)
დახმარების
გაწევას,
მათ
შორის,
ახალ
გარემოში
ბავშვის
ფსიქოსოციალური
ადაპტაციისთვის;
ნ)
მინდობით
აღზრდის
მსურველი
პირისა
და
მინდობით
აღსაზრდელის
შეფასებას;
ო)
მინდობით
აღზრდის
მსურველი
პირისა
და
მინდობით
აღსაზრდელის
რეგისტრაციას;
პ)
მინდობით
აღზრდას
დაქვემდებარებული
პირის,
მინდობით
აღზრდის
მსურველი
პირის,
მინდობით
აღსაზრდელისა
და
მინდობით
აღმზრდელის
რეგისტრაციას
და
აღნიშნულ
პირთა
შესახებ
ინფორმაციის
სისტემატიზებას;
ჟ)
მინდობით
აღზრდის
მსურველი
პირისა
და
მინდობით
აღსაზრდელის
თავსებადობის
შეფასებას;
რ)
მინდობით
აღზრდას
დაქვემდებარებული
პირის
ინდივიდუალური
განვითარების
გეგმის
შემუშავებას
და
ამ
გეგმის
განხორციელების
მონიტორინგს;
ს)
მინდობით
აღსაზრდელის
საცხოვრებელი
პირობების,
აღზრდა-
განვითარების,
განათლების,
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
ზედამხედველობას,
აგრეთვე
მინდობით
აღმზრდელის
მიერ
საკუთარი
მოვალეობების
შესრულების
ზედამხედველობას,
ინდივიდუალური
განვითარების
გეგმის
შემუშავებას
და
ამ
გეგმის
განხორციელების
მონიტორინგს;
ტ)
საკუთარი
უფლებამოსილების
ფარგლებში,
მინდობით
აღზრდის
საკითხებზე
კონსულტაციების
გამართვას;
უ)
ამ
კანონითა
და
სხვა
ნორმატიული
აქტებით
განსაზღვრულ
სხვა
უფლებამოსილებათა
განხორციელებას.

3. მხოლოდ
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანოა
უფლებამოსილი,
მიიღოს
ბიოლოგიური
მშობლის (
ბიოლოგიური
მშობლების)
თანხმობა
ბავშვის
გაშვილებასა
და
ბავშვის
მიტოვებაზე.

4. მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანოების
საქმიანობის
წესს
ამტკიცებს
მინისტრი.
თავი II
შვილად
აყვანის
ძირითადი
პირობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/8.md
