---
title: "მუხლი 70. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/70"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "70"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული პირი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 70 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/70

1. მინდობით
აღზრდას
ექვემდებარება 18
წლამდე
ასაკის
პირი:
ა)
რომელიც
არის
ობოლი;
ბ)
რომლის
მშობელი (
მშობლები)
სასამართლომ
უგზო-
უკვლოდ
დაკარგულად
აღიარა;
გ)
რომლის
მშობელს (
მშობლებს)
შეეზღუდა (
შეეზღუდათ),
შეუჩერდა (
შეუჩერდათ)
ან
ჩამოერთვა (
ჩამოერთვათ)
მშობლის
უფლებები;
დ) „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. მინდობით აღსაზრდელს, რომელიც მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყო 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული სტუდენტი, პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის ან სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის მსმენელი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შეუძლია მინდობით აღზრდის მიზნით განთავსებული იყოს სწავლის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა.

3. მინდობით
აღზრდის
მიზნით
შეიძლება
ერთდროულად
განთავსდნენ 18
წლამდე
ასაკის
პირი
და
მისი
შვილი.

4. მინდობით
აღზრდას
დაქვემდებარებულ
პირთა
რეგისტრაცია
ხორციელდება
მინისტრის
მიერ
დადგენილი
წესით.
საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3450 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1260 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/71.md
