---
title: "მუხლი 73. დასკვნის მომზადება და მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/73"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "73"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. დასკვნის მომზადება და მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 73 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/73

1. მინდობით
აღზრდის
შესახებ
გადაწყვეტილება
მიიღება
სოციალური
მუშაკის
მიერ
ბავშვის,
მისი
ბიოლოგიური
ოჯახის
საჭიროებებისა
და
მინდობით
აღმზრდელის
შესაძლებლობების
შეფასებისა
და
მომზადებული
დასკვნის
საფუძველზე,
ხოლო
გადაუდებელი
მინდობით
აღზრდის
შემთხვევაში –
გადაუდებელი
რეაგირების
ოქმის
საფუძველზე.

2. მინდობით
აღზრდის
შესახებ
გადაწყვეტილების
მიღებისას
დაცული
უნდა
იქნეს
შემდეგი
პრინციპები:
ა)
გათვალისწინებული
უნდა
იქნეს
მინდობით
აღზრდის
მსურველი
პირის
სურვილი
ბავშვის
ჯანმრთელობის
მდგომარეობასთან,
ასაკთან,
სქესთან
და
სხვა
საკითხებთან
დაკავშირებით;
ბ)
შესაძლებლობის
ფარგლებში
უზრუნველყოფილი
უნდა
იქნეს
ბავშვის
მისთვის
ახლობელ
ეთნიკურ,
რელიგიურ
და
კულტურულ
გარემოში
აღზრდა;
გ)
მინდობით
აღმზრდელის
ოჯახში
ბიოლოგიური
შვილებისა
და
მინდობით
აღსაზრდელების
საერთო
რაოდენობა
არ
უნდა
აღემატებოდეს
ოთხს.
გამონაკლისი
დაიშვება
მინდობით
აღსაზრდელი
დედმამიშვილების
ერთად
განთავსებისას;
დ) 10
წლამდე
ბავშვის (
ბავშვის
ასაკის,
ჯანმრთელობის
მდგომარეობისა
და
სიმწიფის
ხარისხის
გათვალისწინებით), 10
წლის
ან 10
წელზე
მეტი
ასაკის
ბავშვის
მინდობით
აღზრდა
შესაძლებელია
მხოლოდ
მისი
თანხმობით,
თუ
ეს
არ
ეწინააღმდეგება
ბავშვის
საუკეთესო
ინტერესებს,
გარდა
ბავშვის
გადაუდებელ
მინდობით
აღზრდის
მიზნით
განთავსებისა;
ე)
დაუშვებელია
დედმამიშვილების (
და-
ძმის,
დების
ან/
და
ძმების)
დაშორება,
გარდა
იმ
შემთხვევისა,
როდესაც
ეს
შეესაბამება
მათ
საუკეთესო
ინტერესებს;
ვ)
მინდობით
აღმზრდელსა
და
მინდობით
აღსაზრდელს
შორის
ასაკობრივი
სხვაობა
არ
უნდა
იყოს 16
წელზე
ნაკლები.

3. მინდობით
აღზრდის
პროცედურები
განისაზღვრება
მინისტრის
ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/74.md
