---
title: "მუხლი 74. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/74"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "74"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 74 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/74

1. მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანო
მინდობით
აღმზრდელთან
დებს
ბავშვის
მინდობით
აღზრდის
შესახებ
ხელშეკრულებას.

2. ბავშვის
მინდობით
აღზრდის
შესახებ
ხელშეკრულება
შეიძლება
დაიდოს
ნებისმიერი
ვადით (
გარდა
გადაუდებელი
მინდობით
აღზრდისა),
მინდობით
აღსაზრდელის
მიერ
სრულწლოვანების
მიღწევამდე.
აღნიშნული
ვადა
შეიძლება
გაგრძელდეს
მინდობით
აღზრდის
მიზნით
განთავსებული
პირის
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში/
სკოლაში,
პროფესიულ
ან
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სწავლის
დასრულებამდე,
მაგრამ
არაუმეტეს 21
წლის
ასაკის
მიღწევისა.
ბავშვის
გადაუდებელი
მინდობით
აღზრდის
შესახებ
ხელშეკრულება
შეიძლება
დაიდოს
არაუმეტეს 90
კალენდარული
დღის
ვადით.

3. ბავშვის
მინდობით
აღზრდის
შესახებ
ხელშეკრულება
უნდა
შეიცავდეს:
ა)
მინდობით
აღსაზრდელზე
ზრუნვისა
და
მისი
აღზრდის
პირობებს;
ბ)
მინდობით
აღმზრდელის
უფლებებსა
და
მოვალეობებს;
გ)
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ორგანოს
უფლებებსა
და
მოვალეობებს;
დ)
მინდობით
აღსაზრდელის
უფლებებსა
და
მოვალეობებს;
ე)
მხარეთა
პასუხისმგებლობებს;
ვ)
ხელშეკრულების
შეწყვეტის
პირობებს.

4. ბავშვის
მინდობით
აღზრდის
შესახებ
ხელშეკრულებაში
ცვლილებები
შეიტანება
მხარეთა
შეთანხმების
საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/75.md
