---
title: "მუხლი 9. გასაშვილებელი ბავშვი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/9"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 3665080"
adopted: "2017-05-04"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გასაშვილებელი ბავშვი — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/9

1. შვილად
აყვანას
ექვემდებარება
ბავშვი,
რომელსაც
ამ
კანონით
დადგენილი
წესით
მინიჭებული
აქვს
გასაშვილებელი
ბავშვის
სტატუსი
და
რომელიც
რეგისტრირებულია
რეესტრში.

2. გასაშვილებელი
ბავშვის
სტატუსი
ენიჭება
ბავშვს:
ა)
რომლის
მშობელი (
მშობლები)
სასამართლომ
უგზო-
უკვლოდ
დაკარგულად
აღიარა;
ბ)
რომელიც
არის
ობოლი;
გ)
რომელიც
სასამართლომ
მიტოვებულად
აღიარა;
დ)
რომლის
მშობელს (
მშობლებს)
სასამართლომ
ჩამოართვა
მშობლის
უფლება;
ე)
რომლის
ყველა
კანონიერი
წარმომადგენელი
აცხადებს
თანხმობას
მის
გაშვილებაზე
მინისტრის
მიერ
დადგენილი
წესით.

3. ბავშვს
გასაშვილებელი
ბავშვის
სტატუსი
ენიჭება
მეურვეობისა
და
მზრუნველობის
ადგილობრივი
ორგანოს
გადაწყვეტილებით,
რომლის
საფუძველზედაც
გასაშვილებელი
ბავშვი
რეგისტრირდება
რეესტრში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3665080-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/10.md
