---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/1"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3672586"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2025-12-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2025-12-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/1

1. ეს კანონი  განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

2. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადებისა და მიღების (გამოცემის) მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეები.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და მათ საფუძველზე მიღებული (გამოცემული) შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201
9
წლის
4
აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/2.md
