---
title: "მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/13"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 3672586"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2025-12-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ნორმატიული აქტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-12-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/13

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

2. მინისტრის ბრძანების პროექტი წინასწარი სამართლებრივი ექს­პერ­ტი­ზი­სათვის გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს. მთავრობის აპარატი მინისტრის ბრძანების პროექტის გადაცემიდან შვიდი დღის ვა­დაში გასცემს დასკვნას ნორმატიული აქტის პროექტის უპი­რა­ტესი იუ­რი­დი­უ­ლი ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. მთავ­რობის აპარატის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემ­თხ­ვე­ვა­ში მინის­ტრის ბრძა­ნე­ბის პროექტი შესაბამისობაში უნ­და იქნეს მოყვანილი უპირატესი იუ­რიდიული ძალის მქონე ნორმა­ტი­ულ აქტებთან.

3. თუ მთავრობის აპარატი მისთვის ნორმატიული აქტის პროექტის გა­და­­ცემიდან 7 დღის ვადაში არ გასცემს შესაბამის დასკვნას, მინისტრის ბრძა­ნების პროექტი ჩაითვლება მთავრობის აპარატის მიერ მოწონებულად, ხოლო მთავ­რობის აპარატის დადებითი დას­კვნა
–
მი­ღე­ბულად.

4. წინასწარი სამართლებრივი ექსპერტიზის დროს გაცემულ მთავრობის აპა­რატის დასკვნას მინისტრის ნორმატიული აქ­ტე­ბის მიმართ აქვს სავალ­დე­ბუ­ლო ხასიათი.

5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, სტუქტურულ ერთეულებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/14.md
