---
title: "მუხლი 15. ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/15"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 3672586"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2025-12-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ნორმატიული აქტის მომზადების უფლებამოსილების მქონე ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/15

1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია, უმაღლესი საბჭოს კომიტეტი.

2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტს ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) უფლება აქვს, ნორმატიული აქტის პროექტის მომზადება დაუკვეთოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის, უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის, უცხოელებს).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201
9
წლის
4
აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/16.md
