---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/2"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 3672586"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2025-12-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2025-12-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კანონი, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მთავრობის დადგენილება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება, მინისტრის ბრძანება, სამართლებრივი აქტი, ნორმატიული აქტი, იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული (გამოცემული) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, კანონი, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი, მთავრობის დადგენილება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება, მინისტრის ბრძანება,  სამართლებრივი აქტი, ნორმატიული აქტი;
ბ) მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭო, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სამინისტრო, მინისტრი, უმაღლესი საარჩევნო კომისია  – იგულისხმება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები და თანამდებობის პირები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/3.md
