---
title: "მუხლი 25. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/25"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 3672586"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2025-12-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2025-12-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/25

1. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.

2. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“) ვებგვერდზე.

3. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტის გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურის ოდენობა, ასევე გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/26.md
