---
title: "მუხლი 3. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/3"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 3672586"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2025-12-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/3

1. სამართლებრივი აქტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.

2. სამართლებრივი აქტის სახეებია: ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.

3. ნორმატიული აქტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

4. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.

5. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა) და ინდივიდუალური შინაარსის სამართლებრივი აქტის ნორმატიული აქტის სახით მიღება (გამოცემა).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/4.md
