---
title: "მუხლი 6. ანალოგია ნორმატიულ აქტში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/6"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 3672586"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2025-12-11"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ანალოგია ნორმატიულ აქტში — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-11. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2025-12-11), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/6

1. კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემისა და ზოგადი პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია).

3. სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3672586-acharis-avtonomiuri-respublikis-normatiuli-aktebis-shesakheb/7.md
