---
title: "მუხლი 2 — „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/3674595-sakartvelos-erovnuli-sainvestitsio-saagentos-shesakheb-sakartvelos-kan/2"
law: "„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე"
article: "2"
identifier: "matsne 3674595"
adopted: "2017-05-17"
consolidated_as_of: "2017-06-02"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

> Text consolidated as of 2017-06-02. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, მუხლი 2 (consolidated as of 2017-06-02), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3674595-sakartvelos-erovnuli-sainvestitsio-saagentos-shesakheb-sakartvelos-kan/2

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაცია. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აწარმოე საქართველოში.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აწარმოე საქართველოში მიეცეს უფლება, განკარგოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამული კოდი 49 00 – სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3674595-sakartvelos-erovnuli-sainvestitsio-saagentos-shesakheb-sakartvelos-kan/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3674595-sakartvelos-erovnuli-sainvestitsio-saagentos-shesakheb-sakartvelos-kan/3.md
