---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/1"
law: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3679200"
adopted: "2017-05-17"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამართლებრივი ფორმის, მართვისა და უფლებამოსილების, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის, აგრეთვე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ამავე კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის.

3. ამ კანონის მიზანია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ამავე კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორებისთვის დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება, კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება, დანაზოგების წახალისება და ქვეყნის საფინანსო სისტემის მდგრადობის ხელშეწყობა.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/2.md
