---
title: "მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/10"
law: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 3679200"
adopted: "2017-05-17"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ინტერესთა კონფლიქტი — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/10

1. საბჭოს დამოუკიდებელ წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს არა აქვთ უფლება, იყვნენ კომერციული ბანკის, მიკრობანკის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. საბჭოს წევრის, სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს თანამშრომლის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრები არ შეიძლება იყვნენ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები.

2. საბჭოს წევრს, სააგენტოს უფროსსა და სააგენტოს თანამშრომელს არა აქვთ უფლება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღონ ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი კომერციული ბანკისგან, მიკრობანკისგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისგან თავიანთი ან იმ პირთა სახელით, რომლებთანაც მათ ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვთ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
თავი III
ფონდი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/11.md
