---
title: "მუხლი 11. ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი ოდენობა — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/11"
law: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 3679200"
adopted: "2017-05-17"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ფონდის დაფინანსების წყაროები, დანიშნულება და მიზნობრივი ოდენობა — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/11

1. ფონდი შედგება შემდეგი წყაროებისგან:
ა) პირველადი შენატანები;
ბ) რეგულარული სადაზღვევო შენატანები;
გ) სპეციალური სადაზღვევო შენატანები;
დ) სააგენტოს მიერ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავალი;
ე) სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების ან მიკრობანკების აქტივებიდან მიღებული თანხები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან გადაიხადონ ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები.

3. ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ კანონის მიზნებისთვის. ფონდიდან ფინანსდება სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული, სააგენტოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯები, აგრეთვე სესხების მომსახურებასა და დეპოზიტორთათვის ანაზღაურების გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.

4. ფონდში აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 6%-ს შეადგენს.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/12.md
