---
title: "მუხლი 14. სპეციალური სადაზღვევო შენატანი — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/14"
law: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 3679200"
adopted: "2017-05-17"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. სპეციალური სადაზღვევო შენატანი — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/14

1. თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად კომერციულ ბანკს, მიკრობანკს ერთჯერადად, დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში, მიკრობანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში.

2. თუ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების მობილიზაციის მიუხედავად, ფონდში არ არის დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად საკმარისი თანხა, სააგენტოს უფლება აქვს, მოიზიდოს სახსრები, მათ შორის, სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე, შემდეგი წყაროებიდან და შემდეგი ფორმით:
ა) ისესხოს ფული ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან;
ბ) ისესხოს ფული საქართველოს ეროვნული ბანკისაგან;
გ) ისესხოს ფული საქართველოს მთავრობისაგან;
დ) განათავსოს ფასიანი ქაღალდები;
ე) მოიძიოს სხვა, ალტერნატიული წყაროები.

3. სააგენტოს ეკისრება სესხის ფონდიდან დაფარვის ვალდებულება.

4. სპეციალური სადაზღვევო შენატანის დაწესებისა და შესაბამისი პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/15.md
