---
title: "მუხლი 16. ზღვრის ოდენობა — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/16"
law: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 3679200"
adopted: "2017-05-17"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ზღვრის ოდენობა — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/16

1. სააგენტო საბჭოს პერიოდულად წარუდგენს ზღვრის ოდენობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობის ანალიზს.

1¹. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო საბჭოსთან შეთანხმებით იღებს ზღვრის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით ფორმდება.

2. ზღვრის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ამოქმედდება მიღებიდან 3 თვის შემდეგ, ხოლო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში – უფრო ადრე.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/17.md
