---
title: "მუხლი 20. ანაზღაურების გაცემის შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/20"
law: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 3679200"
adopted: "2017-05-17"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ანაზღაურების გაცემის შემდეგ წარმოქმნილი ვალდებულებები — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/20

1. სააგენტოს მიერ დეპოზიტორზე ანაზღაურების გაცემის შემდეგ დეპოზიტორის მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, შემცირდება გაცემული ანაზღაურების ოდენობით.

2. სააგენტოს მოთხოვნა იმ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ, რომელშიც სადაზღვევო შემთხვევა დადგა, გაიზრდება ამ კომერციული ბანკის ან მიკრობანკის დეპოზიტორებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობითა და შესაბამისი ხარჯებით, რომლებიც სააგენტომ ანაზღაურების გაცემის პროცესში გასწია.

3. დეპოზიტორებზე ანაზღაურების გაცემისას კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ სააგენტოს მოთხოვნები დაკმაყოფილდება, შესაბამისად, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რიგითობით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურება.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.
თავი V
გამჭვირვალობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/21.md
