---
title: "მუხლი 8. საბჭოს უფლებები და მოვალეობები — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/8"
law: "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 3679200"
adopted: "2017-05-17"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. საბჭოს უფლებები და მოვალეობები — დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/8

საბჭო:
ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსს ამ კანონისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად, შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ შემუშავებული შემდეგი სამართლებრივი აქტების (ინსტრუქციების) პროექტებს:
ბ.ა) სააგენტოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს (მათ შორის, თანამდებობრივ სარგოებს) და შესაბამისი წლის ბიუჯეტს;
ბ.ბ) სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას და წლიურ საინვესტიციო გეგმას;
ბ.გ) სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას და წლიურ გეგმას;
ბ.დ) ბაზის დაანგარიშების წესს და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურებს;
ბ.ე) რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიას;
ბ.ვ)  რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობას და მიზნობრივი ფონდის ოდენობას;
ბ.ზ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის გამოთვლის წესს, პერიოდულობასა და პროცედურებს;
ბ.თ) სპეციალური სადაზღვევო შენატანის ოდენობას;
ბ.ი) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ მოქმედი და პოტენციური კლიენტებისთვის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ინსტრუქციას;
ბ.კ) კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისგან დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციას;
ბ.ლ) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების გაცემისა და ამ მიზნით კომერციული ბანკის ან მიკრობანკის შერჩევის ინსტრუქციას;
ბ.მ) დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გამოქვეყნების ინსტრუქციას;
ბ.ნ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;
ბ.ო) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა ინსტრუქციებს;
გ) ფონდში თანხის ამოწურვის ან/და დეფიციტის შემთხვევაში იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ დამატებითი თანხების მოზიდვის კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით წარდგენილ წინადადებებს;
დ) იხილავს და ითანხმებს სააგენტოს უფროსის მიერ წარდგენილ  სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს;
ე) ითანხმებს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას;
ვ) ითანხმებს სააგენტოს უფროსის ანგარიშებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ;
ზ) (ამოღებულია - 28.05.2021, №473);
თ) ახორციელებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს და ასრულებს სხვა მოვალეობებს.
საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის კანონი №473 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3679200-depozitebis-dazghvevis-sistemis-shesakheb/9.md
