---
title: "მუხლი 17. საქმიანობის შემდგომი ანალიზი — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/17"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "17"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საქმიანობის შემდგომი ანალიზი — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/17

1. საქმიანობის შემდგომი ანალიზი მოიცავს:
ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობებისა და შემარბილებელი ღონისძიებების მონიტორინგს;
ბ) საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ანალიზს;
გ) გზშ-ის ანგარიშით გათვალისწინებული გარემოს მახასიათებლების ცვლილებების შეფასებას.

2. საქმიანობის განმახორციელებელი საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს (დოკუმენტს) სააგენტოს წარუდგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

3. სააგენტო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგების (დოკუმენტის) მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე მათ/მის განთავსებას.

4. სააგენტო საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს ითვალისწინებს გზშ-ისადმი დაქვემდებარებული სხვა საქმიანობისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.
თავი III
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/18.md
