---
title: "მუხლი 30. საზოგადოების მონაწილეობის უფლება — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/30"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "30"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. საზოგადოების მონაწილეობის უფლება — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/30

1. საზოგადოებას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2. საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) გზშ-ისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ბ) სგშ-ისადმი დაქვემდებარებულ სტრატეგიულ დოკუმენტზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
გ) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელების შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/31.md
