---
title: "მუხლი 31. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/31"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "31"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 31 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/31

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე (როდესაც შესაძლებელია მისი ეფექტიანი მონაწილეობა) მონაწილეობა ამ თავით დადგენილი წესით;
ბ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროულად, ეფექტიანი და ადეკვატური საშუალებებით მიწოდება;
გ) საზოგადოებისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა;
დ) საჯარო განხილვაში საზოგადოების მონაწილეობა და მის წარმომადგენელთა მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა.

2. ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო/სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების, აგრეთვე საჯარო განხილვის შედეგების მხედველობაში მიღება.

3. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობა და საზოგადოებისთვის მიწოდება.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/32.md
