---
title: "მუხლი 33. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/33"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "33"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/33

1. ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას.

2. სააგენტო ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საზოგადოების ეფექტიანი ინფორმირებისთვის საჭირო ინფორმაციის ფარგლებს და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის:
ა) გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსებას;
ბ) ნაბეჭდი ეგზემპლარის ხელმისაწვდომობას.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/34.md
