---
title: "მუხლი 35. საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინება — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/35"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "35"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. საზოგადოების მონაწილეობის შედეგების გათვალისწინება — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/35

1. ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები და შენიშვნები და ამ კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამისი გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში სათანადოდ ასახოს საზოგადოების მონაწილეობის შედეგები.

1¹. საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებულ ან/და სააგენტოსთვის წარდგენილ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს არ ეხება, სააგენტო უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ორგანოებს)/მუნიციპალიტეტს (მუნიციპალიტეტებს).

2. სააგენტო ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უზრუნველყოს საზოგადოებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროულად, ამ თავით დადგენილი წესით, შესაბამისი საშუალებებით მიწოდება.
საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2601 – ვებგვერდი, 09.03.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №786 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/36.md
