---
title: "მუხლი 39. საქმიანობის განმახორციელებლისა და დამგეგმავი ორგანოს უფლებები და მოვალეობები გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/39"
law: "გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"
article: "39"
identifier: "890-IIს"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. საქმიანობის განმახორციელებლისა და დამგეგმავი ორგანოს უფლებები და მოვალეობები გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში — გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხლი 39 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/39

1. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო ვალდებულია:
ა) სკრინინგის განცხადებაში ან სკოპინგის განცხადებაში მიუთითოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შესახებ;
ბ) გზშ-ის ანგარიშში ან სგშ-ის ანგარიშში სათანადოდ შეაფასოს შესაძლო ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება;
გ) უზრუნველყოს დოკუმენტაციის სათანადო თარგმნა და ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის სანოტარო წესით დამოწმება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) საჯარო განხილვის დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასწრების შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო თარგმნა;
ე) საჭიროების შემთხვევაში, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებისას უზრუნველყოს სააგენტოსთვის შესაბამისი დახმარების გაწევა;
ვ) უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის სკოპინგის ანგარიშში, გზშ-ის ანგარიშში, სგშ-ის ანგარიშში ან/და სტრატეგიულ დოკუმენტში გათვალისწინება.

2. საქმიანობის განმახორციელებელი ან/და დამგეგმავი ორგანო უფლებამოსილია ჩაერთოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურაში ნებისმიერ ეტაპზე.

3. საქმიანობის განმახორციელებელი/დამგეგმავი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს 2022 წლის 17 მარტის კანონი №1445 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3691981-garemosdatsviti-shepasebis-kodeksi/40.md
