---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/1"
law: "სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 3695226"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/1

1. ამ კანონის მიზანია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების (შემდგომ – ჯიშები) გასავრცელებლად დაშვების და მათი თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების  განსაზღვრა საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველსაყოფად.

2. ეს კანონი არეგულირებს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასა და მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

3. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარეების ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის დამზადებაზე, წარმოებაზე, აღწარმოებაზე, გადამუშავებაზე, შენახვაზე, სერტიფიცირებაზე, ტრანსპორტირებაზე, მიკვლევადობაზე, რეალიზაციასა და გამოყენებაზე;
ბ) პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე;
გ) საქართველოში სასელექციო საქმიანობისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალაზე;
დ) საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ თესლსა და სარგავ მასალაზე;
ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/2.md
