---
title: "მუხლი 11. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირება — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/11"
law: "სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 3695226"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირება — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/11

1. რეალიზაციისათვის გამიზნული სერტიფიცირებული ჯიშების თესლი და სარგავი მასალა ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის“ შესაბამისად და უნდა შეესაბამებოდეს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სარეგისტრაციო დოკუმენტების მონაცემებს.

2. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა განხორციელდეს შეფუთული ფორმით. შეფუთვაზე აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი გაფრთხილება. შეფუთვას უნდა ახლდეს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესაძლო შედეგების შესახებ ინფორმაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/12.md
