---
title: "მუხლი 3. ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანი — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/3"
law: "სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 3695226"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანი — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/3

ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანია:
ა) ჯიშთა იდენტიფიკაცია, კონკრეტული ჯიშების ნიშან-თვისებების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის დადგენა, გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის კონტროლი უხარისხო თესლისა და სარგავი მასალის საქართველოს ბაზარზე გავრცელების და მათი თესვისა და რგვის თავიდან აცილების მიზნით;
ბ) კონკრეტული ჯიშების სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/4.md
