---
title: "მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიაზე ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/4"
law: "სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 3695226"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიაზე ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/4

1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეტანა და ეროვნული კატალოგიდან ამოღება ხდება ეროვნული კატალოგის წარმოების უფლებამოსილების მქონე ორგანოს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით.

1¹. იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა, რომელთა ჯიშებიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას, მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. ჯიშების სასოფლო-სამეურნეო  სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ჩატარების ორგანიზაციულ და მეთოდოლოგიურ სქემას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. (ამოღებულია - 17.10.2024, №4434).

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნულ კატალოგს პერიოდულად აახლებს და წელიწადში ერთხელ ან/და საჭიროების შემთხვევაში აქვეყნებს.

5. დაუშვებელია სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ისეთი ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია, რომლებიც ეროვნულ კატალოგში შეტანილი არ არის.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1646 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4434 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/5.md
