---
title: "მუხლი 5. ეროვნული კატალოგი — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/5"
law: "სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 3695226"
adopted: "2017-06-01"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ეროვნული კატალოგი — სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/5

1. გასავრცელებლად დაშვებული ჯიშები შეტანილი უნდა იქნეს ეროვნულ კატალოგში.

2. მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგისა და ეროვნული კატალოგის წარმოების წესის“ შესაბამისად ეროვნულ კატალოგში შეიძლება შეტანილ იქნეს:
ა) სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიშები;
ბ) ადგილობრივი (აბორიგენული) ჯიში, რომელიც მისი გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადაპტირებულია ადგილობრივ ნიადაგსა და კლიმატურ პირობებთან.

3. დაუშვებელია ეროვნულ კატალოგში ისეთი ჯიშის შეტანა:
ა) რომელიც არ აკმაყოფილებს განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის კრიტერიუმებს;
ბ) რომელიც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდას/შემოწმებას და რომლის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) დამაკმაყოფილებლად შეფასებული არ არის;
გ) რომელიც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ორიგინალური სახელით იდენტიფიცირებული არ არის.

4. ეროვნულ კატალოგსა და ეროვნული კატალოგის წარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4434 – ვებგვერდი, 02.10.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3695226-savaldebulo-sertipitsirebisadmi-dakvemdebarebuli-sasoplo-sameurneo-kul/6.md
