---
title: "მუხლი 13 — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/13"
law: "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 3708115"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2022-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13 — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2022-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/13

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროები შეიძლება იყოს:
ა) საწევრო გადასახადები;
ბ) გრანტები, შემოწირულებანი, შენატანები;
გ) საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
დ) საზოგადოების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე და ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო პირებთან (მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებთან) დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული ანაზღაურება;
ე) ნებისმიერი სხვა შემოსავალი, რომლის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავალი არ უნდა უკავშირდებოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპების ან მიზნების შეუსაბამო იქნება და საფრთხეს შეუქმნის ამ საზოგადოების აღნიშნულ მოძრაობაში წევრობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/14.md
