---
title: "მუხლი 14 — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/14"
law: "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 3708115"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2022-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14 — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2022-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/14

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია ჰუმანიტარული მიზნების მისაღწევად განახორციელოს არასამეწარმეო საქმიანობა და დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა. ეს საქმიანობები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუნდამენტურ პრინციპებს და არ უნდა სცილდებოდეს ამ მოძრაობის ფარგლებში მიღებული რეზოლუციებით, მისი პოლიტიკით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებით დადგენილ ჩარჩოებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/15.md
