---
title: "მუხლი 2 — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/2"
law: "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 3708115"
adopted: "2017-06-15"
consolidated_as_of: "2022-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ

> Text consolidated as of 2022-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2022-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/2

1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარული, არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანებაა. იგი არის ჰუმანიტარულ სფეროში საქართველოს ხელისუფლების დამხმარე, ნებაყოფლობითი საზოგადოება, რომელიც აღიარებულია ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების საფუძველზე და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის წევრობაზე დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/3708115-sakartvelos-witeli-jvris-sazogadoebis-shesakheb/3.md
